მინი
14 დღე
- 1–10 გვერდი, საპორთფოლიო ფუნქციებით
- სტანდარტული SEO
- სამართავი პანელი
- 5-წლიანი გარანტია
საინფორმაციო საიტი თქვენი კომპანიის ონლაინ ოფისია: აქ მომხმარებელი გაიგებს, ვინ ხართ, რას აკეთებთ და როგორ დაგიკავშირდეთ. ვამზადებთ ინდივიდუალური დიზაინით, მობილურზე მორგებულს და Google-ისთვის სწორად აწყობილს — 7–10 სამუშაო დღეში.
ყველაფერი, რასაც პროექტის დასრულებისას მიიღებთ.
აირჩიეთ პაკეტი, რომელიც თქვენს ამოცანას შეეფერება. საჭიროების შემთხვევაში მას თქვენზე მოვარგებთ.
მინი
14 დღე
სტანდარტი
22 დღე
პრემიუმი
33 დღე
საბოლოო ფასი დამოკიდებულია პროექტის მოცულობაზე და ფუნქციებზე. ზუსტ შეთავაზებას უფასო კონსულტაციის შემდეგ მოგიმზადებთ.
საერთო ვადა: 7–10 სამუშაო დღე. ყოველ ეტაპს პირად კაბინეტში ადევნებთ თვალს.
მიზნები, აუდიტორია, გვერდების რუკა.
ჯერ მობილური, შემდეგ დესკტოპის ვერსია.
აწყობა, ფორმები, სამართავი პანელი.
ტექსტები, სურათები, მეტა თეგები, სიჩქარე.
დომენზე გაშვება და პანელის მოკლე სწავლება.
ტექნოლოგიები
საინფორმაციო საიტი, იგივე კორპორატიული ან სავიზიტო ვებგვერდი, კომპანიის ციფრული წარმომადგენლობაა. ის 24 საათის განმავლობაში პასუხობს მომხმარებლის მთავარ კითხვებს: რას გთავაზობთ, რატომ უნდა აგირჩიოთ, რა ღირს მომსახურება და როგორ დაგიკავშირდეთ. სოციალური ქსელის გვერდისგან განსხვავებით, საიტი სრულად თქვენია და Google-ის ძიებაშიც ჩანს.
ვიწყებთ მოკლე ბრიფით: ვარკვევთ თქვენს მიზნებს, მომხმარებელს და კონკურენტებს. შემდეგ ვგეგმავთ სტრუქტურას და ვხატავთ დიზაინს ჯერ მობილურისთვის, მერე დესკტოპისთვის. დამტკიცების შემდეგ ვაწყობთ საიტს სამართავ პანელთან ერთად, ვამატებთ ტექსტებს და ფოტოებს, ვამოწმებთ სიჩქარეს და ვუშვებთ. ყველა ეტაპს პირად კაბინეტში ადევნებთ თვალს, შენიშვნებს კი ტიკეტით გვიგზავნით.
საიტი უფრო სწრაფად მზადდება, როცა მასალა წინასწარ გაქვთ შეგროვებული. თუ რამე გაკლიათ, არ ინერვიულოთ — ყველა ეტაპზე დაგეხმარებით, მაგრამ სამუშაოს დიდად გაამარტივებს:
თუ ტექსტების დაწერა არ გსურთ, მოკლე ინტერვიუს საფუძველზე ჩვენ მოვამზადებთ მათ — ისე, რომ მომხმარებლისთვისაც გასაგები იყოს და საძიებო სისტემისთვისაც. ყველა მასალას პირად კაბინეტში ატვირთავთ, სადაც ის ერთ ადგილას და დაცულად ინახება.
საიტის გაშვება სამუშაოს დასასრული არ არის. პირველ კვირებში ვამოწმებთ, როგორ ინდექსირდება ის Google-ში, მუშაობს თუ არა ფორმები და ზარის ღილაკები, რამდენად სწრაფად იტვირთება სხვადასხვა მოწყობილობაზე. ანალიტიკაში ჩანს, რომელი გვერდები იზიდავს ვიზიტორებს და სად ტოვებენ ისინი საიტს — ამის მიხედვით გირჩევთ, რა გააუმჯობესოთ.
საწყისი ფასი 590 ₾ მოიცავს 5-მდე გვერდს ინდივიდუალური ადაპტური დიზაინით. ფასს ზრდის:
თუ მიზანი Google-დან მუდმივი კლიენტების მიღებაა, უმჯობესია თავიდანვე აირჩიოთ SEO ვებ-საიტი. თუ კი ერთი პროდუქტის რეკლამა გჭირდებათ, ეკონომიური ვარიანტია ლენდინგ გვერდი.
2017 წლიდან 200-ზე მეტი საიტი გავუშვით. თითოეულ პროექტს ახლავს პირადი კაბინეტი, მარტივი ქართული პანელი და მხარდაჭერა გაშვების შემდეგაც. საიტს ისე ვაწყობთ, რომ ბიზნესთან ერთად გაიზარდოს: ახალი გვერდი ან მოდული ნებისმიერ დროს ემატება, თავიდან აწყობის გარეშე.
პროექტები, რომლებიც უკვე გავუშვით.
მოკლე პასუხები იმაზე, რასაც კლიენტები ყველაზე ხშირად გვეკითხებიან.
საწყის ფასში შედის 5-მდე გვერდი. მეტი გვერდი, დამატებითი ენა ან მოდული ფასს ზრდის — ზუსტ თანხას ბრიფის შემდეგ გაცნობებთ.
დიახ. საიტს მარტივი ქართული სამართავი პანელი აქვს, ხოლო გაშვებისას მოკლე სწავლებას ჩაგიტარებთ.
დომენი და ჰოსტინგი ცალკე იხდება. დაგეხმარებით შეძენაში; Cloudnet-ის ჰოსტინგი 15 ₾-დან იწყება თვეში.
დიახ. საიტს ნაწილ-ნაწილ ვაწყობთ: მოდულებს მაშინ ამატებთ, როცა დაგჭირდებათ, საიტის თავიდან აწყობის გარეშე.
დატოვეთ სახელი და ნომერი. მენეჯერი დაგიკავშირდებათ, დააზუსტებს დეტალებს და ზუსტ ფასს შეგითანხმებთ. კონსულტაცია უფასოა.
ცხელი ხაზი032 2 115 001