მთავარ შიგთავსზე გადასვლა
კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

პასუხები ფასზე, ვადებზე, მუშაობის პროცესზე და მხარდაჭერაზე. თუ თქვენს კითხვას ვერ იპოვით, დაგვიტოვეთ ნომერი.

ზოგადი კითხვები

3 კითხვა

ვირჩევთ ამოცანის მიხედვით: WordPress და WooCommerce სწრაფი სტარტისთვის, Laravel, Node.js და React ინდივიდუალური სისტემებისთვის, React Native მობილური აპლიკაციებისთვის.

პირველ ადგილს ვერცერთი პატიოსანი კომპანია ვერ დაგპირდებათ, რადგან რეიტინგს Google განსაზღვრავს. ჩვენ ვაწყობთ საიტს, რომელიც Google-ის ტექნიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, და SEO მომსახურებით ეტაპობრივად ვზრდით პოზიციებს.

დიახ. ვმუშაობთ მთელ საქართველოში და საზღვარგარეთაც: ყველა ეტაპი ონლაინ მიმდინარეობს, პირადი კაბინეტის მეშვეობით.

ფასები და გადახდა

4 კითხვა

ფასი საიტის ტიპსა და მოდულებზეა დამოკიდებული. ლენდინგ გვერდი იწყება 390 ₾-დან, საინფორმაციო საიტი — 590 ₾-დან, SEO ვებ-საიტი — 1 190 ₾-დან, ონლაინ მაღაზია — 1 890 ₾-დან, სისტემები — 3 490 ₾-დან. ზუსტ ფასს კონსტრუქტორში ან უფასო კონსულტაციაზე გაიგებთ.

სტანდარტული საიტის შემთხვევაში, რომლის დამზადებას 30 დღემდე სჭირდება, წინასწარ იხდით მხოლოდ დომენისა და ჰოსტინგის ღირებულებას, სამუშაოს ღირებულებას კი — პროექტის ჩაბარების შემდეგ. დიდ პროექტებზე გადახდა ეტაპობრივად ხდება: თითო ეტაპი ცალკე მტკიცდება და ცალკე იხდება.

დიახ. თუ პროექტის ღირებულება 2 000 ₾-ს აღემატება, შეგვიძლია შემოგთავაზოთ შიდა, უპროცენტო განვადება. პირობებს კონსულტაციაზე შევათანხმებთ.

ლოგოს შექმნა დიზაინერის დიდ დროსა და შრომას მოითხოვს, ამიტომ სამუშაოს 30%-იანი წინასწარი გადახდით ვიწყებთ. საბოლოო ფაილებს დარჩენილი თანხის გადახდის შემდეგ გადმოგცემთ.

მუშაობის პროცესი

4 კითხვა

ლენდინგი მზადდება 5–7 სამუშაო დღეში, საინფორმაციო საიტი — 7–10 დღეში, SEO საიტი — 14–21 დღეში, ონლაინ მაღაზია — 21–30 დღეში. სისტემების ვადა ინდივიდუალურად განისაზღვრება.

საიტს ვაწყობთ ეტაპებად. იწყებთ საბაზისო ვერსიით, ხოლო მოდულებს — ბლოგს, ონლაინ გადახდას, ჯავშნებს, კაბინეტს — ამატებთ მაშინ, როცა დაგჭირდებათ. თითო ეტაპი ცალკე მტკიცდება და ცალკე იხდება.

სანამ მუშაობას დავიწყებთ, ყურადღებით ვეცნობით თქვენს მოთხოვნებს, რომ პირველივე კონცეფციები მიზანში მოხვდეს. თუ შედეგი მაინც არ მოგეწონათ, უფასოდ შევქმნით კიდევ 2 ვარიანტს. 30%-იანი წინასწარი გადახდა უკან არ ბრუნდება, რადგან ის უკვე შესრულებულ სამუშაოს ანაზღაურებს.

დიახ. გარდა ორი უფასო დამატებითი ვარიანტისა, სასურველი რაოდენობის ვარიანტს დამატებითი საფასურით შევქმნით; ფასს წინასწარ გაცნობებთ.

მხარდაჭერა

2 კითხვა

კაბინეტში ხედავთ პროექტის ეტაპებს, უგზავნით ტიკეტებს მხარდაჭერას, ინახავთ წვდომებსა და ფაილებს სეიფში და იხდით ინვოისებს. შესვლა შესაძლებელია პაროლით ან SMS კოდით.

სეიფის მონაცემები დაშიფრული სახით ინახება და მხოლოდ თქვენი ანგარიშიდან ჩანს. პაროლის სანახავად საჭიროა ხელახალი დადასტურება, ხოლო ყოველი ნახვა ისტორიაში იწერება.

პასუხი ვერ იპოვეთ?

თქვენი კითხვა აქ არ არის?

დაგვიტოვეთ ნომერი — მენეჯერი დაგირეკავთ და ყველა კითხვას გიპასუხებთ.

ცხელი ხაზი032 2 115 001

SMS მოგივათ მაშინვე: „მალე დაგირეკავთ“